საერთაშორისო რეჟიმები

საერთაშორისო რეჟიმები
ყველაზე ფართო განსაზღვრებას გვაძლევს სტივენ კრაზნერი, რომელიც რეჟიმებს შემდეგნაირად აღწერს „იმ პრინციპების, ნორმების, წესებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცედურების ერთობლიობა, რომელთა თაობაზეც თანხვდება მოქმედ პირთა მოლოდინები ამა თუ იმ სფეროში.“ იგი ასევე იძლევა თითოეული ტერმინის განმარტებას, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია. პრინციპები - ესაა წარმოდგენები ფაქტზე, მიზეზობრიობასა და სისწორეზე. ნორმები - უფლებებისა და მოვალეობების საფუძველზე განსაზღვრული ქცევის სტანდარტები, წესები - ქცევის გარკვეული დირექტივები ან აკრძალვები, გადაწყვეტილების მიღების პროცედურები კი - კოლექტიური არჩევნის გაკეთებისა და განხორციელების გაბატონებული მეთოდებია. განასხვავებენ რეჟიმებსა და შეთანხმებებს. რეჟიმები უფრო მეტია ვიდრე დროებითი შეთანხმებები. შეთანხმებები საგანგებო და ხშირად ერთჯერადი ხასიათისაა, ხოლო რეჟიმების მიზანია შეთანხმებების ხელშეწყობა. რეჟიმის შიდა ცვლილება გულისხმობს წესებისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცედურების, და არა ნორმებისა და პრინციპების შეცვლას; საკუთრივ რეჟიმების ცვლილება კი ნორმებისა და პრინციპების შეცვლას ნიშნავს, ხოლო რეჟიმის დასუსტება - რეჟიმის კომპონენტებს შორის შეთანხმებულობის დარღვევას ან რეჟიმისა და შესაბამისი ქცევის შეუთავსებლობას. არსებობს დიდი დებატები იმასთან დაკავშირებით, თუ რა როლს ასრულებენ რეჟიმები საერთაშორისო პოლიტიკაში და აქვთ თუ არა მათ დამოუკიდებელი ზეგავლენა სახელმწიფოთა საქციელზე. კრაზნერი თავის სტატიაში გამოყოფს სამ მიდგომას რეჟიმებისადმი. პირველი მიდგომის წარმომადგენელია სუზან სტრანჟი. მას რეჟიმების ცნების ღირებულების თაობაზე სერიოზული ეჭვები გააჩნია. მისი აზრით, აღნიშნული კონცეფცია დამღუპველია, ვინაიდან ის ბუნდოვანს და გაურკვეველს ხდის ინტერესებისა და ძალის ურთიერთმიმართებას, რომელიც საერთაშორისო სისტემაში ქცევის უშუალო და უპირველეს მიზეზად გვევლინება. სტრანჟის აზრით რეჟიმებს, თუ საერთოდ შესაძლებელია მათ არსებობაზე საუბარი, მხოლოდ უმნიშვნელო გავლენა აქვს ან საერთოდ არავითარი. ისინი თანამდევი მოვლენა უფროა. სტრანჟის პოზიცია ემთხვევა სტრუქტურულ მიდგომებს, რომლებიც პირად სარგებელზეა ორიენტირებული და ყურადღებას ამახვილებს რაციონალური მოქმედი პირებისაგან შემდგარ მსოფლიოზე. რეჟიმებისადმი მეორე, მოდიფიცირებული სტრუქტურული მიდგომა ყველაზე ნათლად კიოჰეინისა და სტაინის ნაშრომებშია მოცემული. ეს ორივე ავტორი ტრადიციული სტრუქტურული რეალიზმის ხედვიდან გამოდის (მსოფლიო შედგება სუვერენული სახელმწიფოებისგან, რომლებიც საკუთარი ინტერესებისა და ძალის მაქსიმიზაციას ესწრაფიან). სუვერენული სახელმწიფოებისგან შემდგარ მსოფლიოში რეჟიმების ძირითადი ფუნქციაა სახელმწიფოთა ქცევის კოორდინაცია, გარკვეულ სფეროში სასურველი შედეგების მისაღწევად. სტაინი და კიოჰეინის აზრით, რეჟიმებს შეუძლიათ ზეგავლენის მოხდენა მაშინ, როდესაც პირადი ინტერესის ინდივიდუალური, არაკოორდინირებული გათვლებით პარეტო-ოპტიმალური შედეგები ვერ მიიღწევა. პატიმრის დილემა არის ამის კლასიკური მაგალითი. რეჟიმებისადმი მესამე მიდგომა გროციუსისეულ ტრადიციას ეფუძნება, რომელიც რეჟიმებს ყველა პოლიტიკური სისტემისათვის დამახასიათებელ ფენომენად მიიჩნევს. ამ მიდგომის თვალსაჩინო წარმომადგენლები არიან რეიმონდ ჰოპკინსი, დონალდ პუჩალა და ორან იანგი. მათი აზრით, სახელმწიფო მოღვაწეები თითქმის ყოველთვის შეზღუდულად გრძნობენ თავს იმ პრინციპებით, ნორმებითა და წესებით, რომლებიც განსაზღვრავს ან კრძალავს სხვადასხვაგვარ ქცევას. მათი მოსაზრება სცდება რეალისტურ თვალთახედვას. პუჩალა და ჰოპკინსი თავიანთ არგუმენტს არა მხოლოდ იმ სფეროებს უკავშირებენ სადაც ხდება ინტერესთა თანხვედრა (სურსათი) არამედ იმ სფეროსაც, რომელიც, ზოგადად, ბევრად უფრო კონფლიქტურად ითვლება (კოლონიალიზმი). იანგი ასევე ამტკიცებს, რომ განმეორებადი ქცევა გარდაუვლად იწვევს შესაბამის მოლოდინს. ინტერესის გათვლების ამსახველი განმეორებადი ქცევა კი რეჟიმების შექმნას უწყობს ხელს, რომლებიც განმეორებად ქცევას აძლიერებენ. რეჟიმები დამოუკიდებლად ვერ ახდენენ გავლენას ქცევაზე. მოდიფიცირებული სტრუქტურული მიდგომის თანახმად, რომელსაც რეალისტები გვთავაზობენ, რეჟიმები მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღებამ არასასურველი შედეგები შეიძლება გამოიღოს. და ბოლოს, გროციუსისეული მიდგომა რეჟიმებს ადამიანთა განმეორებადი ურთიერთქმედების, მათ შორის საერთაშორისო სისტემაში, ქცევის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს. რეჟიმების განვითარებას კრაზნერი ხსნის შემდეგი ძირითადი მიზეზობრივი ცვლადების მეშვეობით: ეგოისტური პირადი ინტერესი, პოლიტიკური ძალა, ნორმები და პრინციპები, პრაქტიკა და ჩვეულება, და ცოდნა. რეჟიმები უფრო ფართო მცნებაა, ვიდრე ინსტიტუტები. ანუ, არსებობოს ისეთი რეჟიმები, რომლებიც ფორმალური ორგანიზაციული ხასიათით არ არის გამოხატული, მაგალითად, კონფერენციებს საზღვაო კანონების შესახებ, (the law of the sea conferences), რომლებიც გაეროს ეგიდით მოეწყო, არ აქვთ ფორმალური საერთაშორისო ორგანიზაცა, მაგრამ ამ კონფერენციის ფარგლებში არსებობს გარკვეული მოლოდინები მასში გაერთიანებული წევრი სახლემწიფოებისა, რომლებიც ეფუძნება ნორმებს, წესებს და პრინციპებს და გადაწყვეტილების მიღების განსაკუთრებულ პროცედურებს.
Source: აკობია ეკა. საერთაშორისო ურთიერთობების თეორია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ეკა აკობია; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Поможем сделать НИР

Полезное


Смотреть что такое "საერთაშორისო რეჟიმები" в других словарях:

  • ნეოლიბერალები — დღევანდელი ნეოლიბერალები მხარს უჭერენ თავისუფალ ვაჭრობას და საბაზრო ანუ კაპიტალისტურ ეკონომიკას, როგორც მშვიდობისა და კეთილდღეობის მიღწევის ინსტრუმენტებს. ამავე დროს, დემოკრატიული სახელმწიფოები უფრო მიილტვიან მათი მოქალაქეების უფლებების… …   Georgian encyclopedia

  • ადამიანის უფლებები — • მორალური უფლებამოსილება, რომელიც მსოფლიოს ყველა ინდივიდს გააჩნია უბრალოდ იმ ფაქტის გამო, რომ ის არის ადამიანი. ჩვენი უფლებების მოთხოვნის დროს ჩვენ მივმართავთ საკუთარ მთავრობას მორალური პოზიციიდან: თქვენ არ გაქვთ ამის გაკეთების უფლება, რადგანაც… …   Georgian encyclopedia

  • პრესის ლიბერალური რეჟიმი — ლიბერალური, ან ლიბერტარიანული რეჟიმი, გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა უნივერსალური დეკლარაციის (1948) მე 19 მუხლის წყალობით, საერთაშორისო ნორმად იქცა. ის ეფუძნება მე 18 საუკუნის ევროპაში, განმანათლებლობის ხანაში წარმოქმნილ დოქტრინას,… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»